ზუგდიდში ერთ-ერთ საცხოვრებელ სახლში ინტოქსიკაციით ორი ადამიანი გარდაიცვალა.
საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავის" ინფორმაციით, ორი შუახნის მამაკაცი, სავარაუდოდ, სოკოს ინტოქსიკაციის შედეგად გარდაიცვალა.
როგორც "ინფო რუსთავს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, ცხედრებს არანაირი ძალადობის კვალი არ აღენიშნებათ.