რუსთავში, მეგობრობის გამზირზე არსებული ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსის ეზოში მოქალაქეებმა აბრა დადგეს.
"ეზო არის კორპუსის საკუთრება, უცხო ავტომობილის გაჩერება ფასიანია - 5 ლარი", - წერია აბრაზე.
როგორც მოსახლობა ამბობს, ეზოში ავტომობილებს ხშირად აჩერებდნენ პირები, რომლებიც აღნიშნულ კორპუსში არ ცხოვრობენ, მათ კი ტერიტორიაზე საკუთარი სატრანსპორტო საშუალების გასაჩერებლად ადგილი აღარ რჩებოდათ. სწორედ ამის გამო, მოქალაქეებმა საცხოვრებელ სახლთან მსგავსი შინაარსის აბრის დადგმის გადაწყვეტილება მიიღეს.
წარწერა დატანილია როგორც ქართულ, ასევე ინგლისურ ენაზე.
აღსანიშნავია რომ ექსპერიმენტმა გაამართლა და ეზოში უცხო ავტომობილები აღარ აპარკინგებენ.