აშშ-ში, ქალაქ დალასში გამართულ ავიაშოუზე, ორი ისტორიული სამხედრო თვითმფრინავი ერთმანეთს შეეჯახა. [ვიდეო/video]
ამერიკული მედიის ცნობით, ბომბდამშენი B-17 Flying Fortress და მოიერიშე თვითმფრინავი P-63 Kingcobra ერთმანეთს ადგილობრივი დროით დაახლოებით 13:20 საათზე შეეჯახნენ.
ბოლო მონაცემებით შემთხვევის შედეგადა სულ მცირე 6 ადამიანი დაიღუპა.
როგორც მედია წერს, ჩვეულებისამებრ, B-17-ის ეკიპაჟი ოთხი ან ხუთი წევრისგან შედგება, ხოლო Kingcobra-ს ერთი პილოტი ჰყავს.
ავიაკატასტროფას აშშ-ის ტრანსპორტის უსაფრთხოების ეროვნული საბჭო გამოიძიებს.