თბილისში, დიდუბეში გუშინ გვიან ღამემდე სპეცოპერაცია მიმდინარეობდა.
არსებული ინფორმაციით, გორის ქუჩაზე 2 მამაკაცი დააკავეს. ამოღებულია ნივთმტკიცებაც.
ადგილობრივების თქმით, სახლი, სადაც სპეცოპერაცია ჩატარდა, გაქირავებულია.
ამ დროისთვის დამატებითი დეტალები უცნობია.