კახეთში მომხდარ მკვლელობასთან დაკავშირებით ახალი დეტალები ხდება ცნობილი.
არსებული ინფორმაციით, სოფლიდან წამოსულ ძმებს გზად შელაპარაკება მოუვიდათ, დაპირისპირებულების გაშველება კი მათთან ერთად მყოფმა დამ სცადა. ადგილობრივების თქმით, ამ დროს ერთ-ერთმა ძმამ 34 წლის ქალი მანქანიდან გადააგდო, მიღებული დაზიანება კი იმდენად მძიმე აღმოჩნდა, რომ ის ადგილზე გარდაიცვალა.
"გადმოაგდეს მანქანიდანო… გოგო მოკვდა, აღარ არის, 2 პატარა შვილი დარჩა. თავი აქვს გახეთქილი ეტყობა რომ გადმოვარდა, ასფალტზე დაარტყა თავი",- აცხადებს ერთ-ერთი ადგილობრივი.
შეგახსენებთ კახეთში ძმამ და მოკლა. შსს-ს ინფორმაციით, ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ მყოფმა მამაკაცმა ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე დას ფიზიკური დაზიანება მიაყენა, რის შედეგადაც ქალი ადგილზე გარდაიცვალა. დანაშაული 10-დან 14 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. სამართალდამცველებმა დანაშაულში ბრალდებული მამაკაცი კვალზე დააკავეს.