13 წლის გოგოსთან სექსუალური კავშირის ბრალდებით კაცი დააკავეს

2023-04-03 12:34:31

კახეთში, 13 წლის გოგონასთან სექსუალური კავშირის ბრალდებით 25 წლის კაცი დააკავეს.

არსებული ინფორმაციით, მოზარდი ბებიასთან ერთად ცხოვრობდა, სადაც ქირით ცხოვრობდა ასევე მათი 25 წლის ნათესავი მამაკაცი. როგორც ირკვევა, ის 13 წლის არასრულწლოვან გოგონასთან სექსუალური ხასიათის კონტაქტს სისტემატიურად ამყარებდა.

მომხდარი კი მას შემდეგ გაიგეს, რაც გოგონა სახლიდან გაუჩინარდა და ოჯახმა პოლიციას მიმართა.

მამაკაცი დაკავებულია, სასამართლომ მას წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. გამოძიება 140-ე მუხლით მიმდინარეობს.