ავარიას 2 ადამიანი ემსხვერპლა

2023-04-06 14:40:38

გურჯაანის მუნიციპალიტეტში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 2 ადამიანი გარდაიცვალა.

"ინფო რუსთავის" ინფორმაციით ავტომობილი ხეს შეეჯახა.

როგორც საინფორმაციო სააგენტოს საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრში განუცხადეს, ადგილზე მისულ სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ჯგუფს 2 პირი გარდაცვლილი დახვდა.

შემთხვევის ადგილზე პოლიციის და სამაშველო ეკიპაჟები იყო მობილიზებული.

ავტორი

თამუნა გაჩეჩილაძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები