ლიკანში, საცხოვრებელ კორპუსში აფეთქების შედეგად დაშავებული 75 წლის ქალი გარდაიცვალა. ამის შესახებ ბორჯომის "ჯეო ჰოსპიტალსის" კლინიკის დირექტორმა განაცხადა.
დავით ბარაბაძის თქმით, ხანში შესულ ქალს სხეულის დამწვრობა და მრავლობითი ტრავმები თავის არეში აღენიშნებოდა .
სიცოცხლესთან შეუთავსებელი დაზიანებების შედეგად, ქალი "ჯეო ჰოსპიტალსში" გუშინ ღამით გარდაიცვალა.