რუსთავში აფეთქების შედეგად დაშავებულ ახალგაზრდა კაცს საზოგადოების დახმარება სჭირდება. ამის შესახებ ინფორმაცია სოციალურ ქსელში ვრცელდება.
გავრცელებულ ინფორმაციაში ასევე ვკითხულობთ, რომ კლინიკაში გარდაიცვალა ახალგაზრდა კაცის ბებია, რომელიც ამავე აფეთქების დროს დაშავდა.
"ერთი თვის წინ რუსთავში, საცხოვრებელ კორპუსში ბუნებრივი აირის გაჟონვის შედეგად მოხდა ძლიერი აფეთქება, ძლიერ დაშავდა და მეოთხე სტადიის დამწვრობა მიიღო ჩემმა ნათესავმა ვატომ, ვატოს ბებია კი რამოდენიმე დღეში დამწვრობისგან მიღებული დაზიანებებით საავადმყოფოში გარდაიცვალა.
ვატო იბრძვის გადარჩენისთვის, სამწუხაროდ ოჯახს აღარ აქვს არანაირი საშუალება რომ დაფაროს საავადმყოფოს ხარჯები.
ამჟამად ვატო წევს ხეჩინაშვილის დამწვრობის ცენტრში, თუ ვინმეს გაქვთ საშუალება გთხოვთ დაეხმაროთ ოჯახს.
თიბისი ბანკი:
#GE69TB7182645064300047
საქართველოს ბანკი :
#GE37BG0000000526268406
მიმღები ორივე შემთხვევაში: ირინე თამაზოვა", - წერს სოციალური ქსელის ერთ-ერთი მომხმარებელი.
შეგახსენებთ, ძლიერი აფეთქება მე-6 მიკრორაიონში, ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსში, მე-2 სართულზე მოხდა.