ბათუმში, 19 წლის ახალგაზრდა ბიჭი, რომელიც ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრეს, კლინიკა "მედცენტრში" გარდაიცვალა.
ექიმების განცხადებით, ბიჭს თავისა და გულმკერდის არეში ჰქონდა ჭრილობა მიყენებული და ის კლინიკაში შეყვანისთანავე გარდაიცვალა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ფაქტზე სამართალდამცავებმა ოთხი პირი დააკავეს. გამოძიება "სისხლის სამართლის კოდექსის" 19-109 და 236-ე მუხლებით მიმდინარეობს.
ცნობისთვის, წუხელ, ძველი ბულვარის ტერიტორიაზე, ერთ-ერთ რესტორანში ცეცხლსასროლი იარაღიდან ახალგაზრდა ბიჭს ესროლეს. შემთხვევის შედეგად კიდევ ორი ადამიანი დაშავდა, მათი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და კლინიკა უკვე დატოვეს. მთელი ღამის განმავლობაში, ინცინდენტის ადგილი სამართალდამცავებს ყვითელი ლენტით ჰქონდა შემოსაზღვრული და საგამოძიებო მოქმედებებს ახორციელებდნენ. რა გახდა სროლის მიზეზი ჯერჯერობით უცნობია. გარდაცვლილი და დაშავებული ადამიანები უცხო ქვეყნის მოქალაქეები არიან.