რუსთავში, მე-7 მიკრორაიონში უბედური შემთხვევის დროს დაღუპული ბიჭი 20 წლის დავით მაჭარაშვილია.
ახალგაზრდა რუსთავში კოლეჯ "მოდუსში" სწავლობდა და ბიძაშვილთან ერთად ნაქირავებ ბინაში ცხოვრობდა.
შეგახსენებთ, რომ 20 წლის დავით მაჭარაშვილი მე-7 სართულის ფანჯრიდან შემთხვევით გადმოვარდა და ადგილზევე დაიღუპა.
ცხედარი უკვე საჩხერეში მის მშობლიურ სახლში გადაასვენეს.