გურიაში მკვლელობაში ბრალდებულს ბრალი დაუსწრებლად წარედგინა.
მიმდინარეობს აქტიური ოპერატიული საგამოძიებო ღონისძიებები მისი ადგილსამყოფლის დადგენისა და დაკავების მიზნით.
გარდა ამისა, შინაგან საქმეთა სამინისტროს გურიის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებებისა და ოპერატიული ღონისძიებების შედეგად, 1997 წელს დაბადებული რ.ჭ ცრუ ინფორმაციის მიწოდების ბრალდებით დააკავეს.