2026-03-03 23:08:09
რუსთავში ლეონიძის ქუჩაზე დაგეგმილი სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო N1, N5, N6, N7, N10ა და N24 მუნიციპალური ავტობუსების მოძრაობის მარშრუტი იცვლება.
ინფორმაციას რუსთავის მერია ავრცელებს.
"რუსთავში ლეონიძის ქუჩის რეაბილიტაცია იწყება. პროექტით გათვალისწინებული საგზაო სამუშაოების გამო, 4 მარტის 00:00 საათიდან, საავტომობილო მოძრაობა შეიზღუდება ლეონიძის სახელობის ქუჩიდან, ფანცულაიას ქუჩის კვეთამდე.
საავტომობილო გზის რეაბილიტაციის პროცესში, მუნიციპალური ტრანსპორტი, იმოძრავებს შემდეგი მარშრუტებით:
მარშრუტი №1
ლეონიძის ქუჩიდან (ავტოსახელოსნოს მ/ტ) იმოძრავებს მოდებაძის ქუჩის მიმართულებით და აღმაშენებლი- მე-12 მკ/რ-ის გავლით, მოძრაობას გააგრძელებს მესხიშვილის ქუჩაზე;
მარშრუტი №5
იმოძრავებს ,,არენას" მ/ტ -დან მე-12 მკ/რ-ის ბაზრისკენ, გააგრძელებს მოძრაობას მე-19 მკ/რ-ის მიმართულებით და მოდებაძის ქუჩის გავლით, დაბრუნდება ლეონიძის ქუჩაზე (ავტოსახელოსნოებთან);
მარშრუტი №6
იმოძრავებს ტაშკენტის ქუჩიდან მოდებაძის ქუჩისკენ და აღმაშენებლი- მე-12 მკ/რ-ის გავლით, მოხვდება მესხიშვილის ქუჩაზე;
მარშრუტი №7
იმოძრავებს მესხიშვილის ქუჩიდან მე-12 მკ/რ-ის მიმართულებით და აღმაშენებლი- მოდებაძის ქუჩების გავლით, მოხვდება ლეონიძის ქუჩაზე (ავტოსახელოსნოები);
მარშრუტი №24 ( რუსთავი-თბილისი)
აღმაშენებლის ქუჩიდან მე-12 მკ/რ-ის ნაცვლად, მოძრაობას გააგრძელებს მე-19 მკ/რ-ის მიმართულებით და მოდებაძის ქუჩის გავლით, მოხვდება ტაშკენტის ქუჩაზე.
თბილისიდან დაბრუნებისას, ანალოგიურად, ტაშკენტის ქუჩიდან იმოძრავებს მოდებაძის ქუჩისკენ და გააგრძელებს მოძრაობას აღმაშენებლის ქუჩაზე.
მარშრუტი №10ა
(სასაფლაოს მიმართულება)
შარტავას მოედნიდან მესხიშვილის ქუჩის გავლით მოხვდება მე-12 მკ/რ-ში.
უკანა გზაზეც, ანალოგიურად, მე-12 მკ/რ - მესხიშვილის ქუჩების გავლით, დაბრუნდება შარტავას სახელობის ქუჩაზე.
რუსთავის მერია ბოდიშს გიხდით შექმნილი დისკომფორტისთვის",- ნათქვამია განცხადებაში.