ოზურგეთში, 23 წლის ბიჭი მოკლეს. გავრცელებული ინფორმაციით, მამაკაცს ავტომობილში ესროლეს.
არსებული ინფორმაციით, ბიჭს თავს იმ დროს დაესხნენ, როცა ის თანმხლებ პირთან ერთად ანასეულის გზაზე გადაადგილდებოდა.
თვითმხილველების ინფორმაციით, ახალგაზრდა კაცი კლინიკაში უცნობმა პირებმა შეიყვანეს. როგორც ექიმმა განაცხადა, მას სასიცოცხლო ნიშნები არ აღენიშნებოდა.
არსებული ინფორმაციით, 23 წლის ბიჭი იტალიიდან საქართველოში ერთი კირის წინ ჩამოვიდა.
როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ მომხდარზე გამოძიება განზრახ მკვლელობის ბრალდებით მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლი).