რუსეთში ქართველი ტყუპი ძმების ცხედრები იპოვეს

2022-08-29 14:55:08

რუსეთში, სტავროპოლის მხარეში ქართველი არასრულწლოვანი ტყუპი ძმების ცხედრები იპოვეს.

რუსული მედიის ინფორმაცით, იგორ და ნიკალაი გრციევები სახლიდან 17 აგვისტოს გავიდნენ და გაუჩინარდნენ. ძმებს ახლობლები და სამართალდამცველები ამ დროის განმავლობაში ეძებდნენ.

ნათესავებმა ტელეკომპანია "ფორმულას" განუცხადეს, რომ მათი ინფორმაციით, ძმების ცხედრები ბაიკერებმა ტყეში იპოვეს და პოლიციას შეატყობინეს.

გარდაცვალების ზუსტი მიზეზი ჯერჯერობით უცნობია, პოლიციას ინფორმაცია არ გაუვრცელებია.

"ჩვენ ვიძიებთ მოზარდების გარდაცვალების გარემოებებს",- აცხადებენ რუსულ მედიასთან რეგიონის საგამოძიებო კომიტეტის საგამოძიებო განყოფილებაში.