დღეიდან, სამი დღის განმავლობაში, მატარებლები დასავლეთ საქართველოს მიმართულებით არ იმოძრავებენ. მოქალაქეები 9-10-11 აგვისტოს თბილისიდან დასავლეთ საქართველოს მიმართულებით ვერ გაემგზავრებიან. შესაბამისად, შეწყდება რეისები დასავლეთიდან თბილისის მიმართულებით. ასევე წყდება სატვირთ მატარებლების მოძრაობაც.
როგორც რკინიგზის ცხელ ხაზზე გვითხრეს, მიზეზი ტექნიკური სამუშაოებია და ახალ ხაზებზე გადართვას უკავშირდება. მათივე თქმით, 12 აგვისტოდან მატარებლის მოძრაობა აღდგება და ბილეთებიც ჩვეულებრივ გაიყიდება.