რუსთავში წყლის მიწოდება იზღუდება

2022-08-04 19:09:15
4 აგვისტოს, ქალაქ რუსთავში, კომპანია "რუსთავის წყლის" სატუმბო სადგურში წყალსადენის მაგისტრალური ქსელი ავარიულად დაზიანდა. კომპანიის ტექნიკური ჯგუფი ადგილზეა მობილიზებული და დაზიანების აღსადგენად მოსამზადებელი სამუშაოები მიმდინარეობს.
გადაუდებელი სამუშაოები ინტენსიურ რეჟიმში ჩატარდება და მთელი ღამის განმავლობაში გაგრძელდება. შეიცვლება მილის დაზიანებული მონაკვეთი და ჩატარდება ქსელის რეცხვითი სამუშაობი. რის შემდეგაც წყალმომარაგება ხვალ, 5 აგვისტოს, დილის 08:00 საათიდან აღდგება.
აღნიშნულთან დაკავშირებით დღეს, 4 აგვისტოს 20:00 საათიდან, ხვალ, 5 აგვისტოს დილის 08:00 საათამდე წყალმომარაგება შეეზღუდება:ქალაქ რუსთავის მარჯვენა სანაპიროს, ჭყონდიდელის დასახლებას და ქალაქ გარდაბანს.

კომპანია „რუსთავის წყალი“ შექმნილი დისკომფორტისთვის ბოდიშს უხდის მომხმარებლებს. წყალმომარაგების სრულად აღგენამდე კომპანია მოსახლეობას წყალს ცისტერნებით მიაწვდის

წყალმომარაგების შეზღუდვისა და აღდგენის შესახებ ინფორმაციას, კომპანია „რუსთავის წყალი“ აბონენტებს წინასწარ, SMS-შეტყობინების სახით უგზავნის. დეტალური ინფორმაციის მოძიება შესაძლებელია კომპანიის ცხელი ხაზის 22 00 11 და ფეისბუქის საშუალებით.