3 აგვისტოდან "მაგთიმ" ტარიფები გააძვირა. კომპანიამ მომხრამრებლები ცვლილებების შესახებ ერთი თვის წინ გააფრთხილა.
აღსანიშნავია, რომ ბოლო ექვს თვეში ტაფირები უკვე მეორედ გაძვირდა.
ასე გამოიყურება მობილური მომსახურების ახალი ტარიფები:
ულიმიტო ინტერნეტი
03.08.22-დან ულიმიტო მობილური ინტერნეტის აქციები გრძელდება განახლებული პირობებით:
ულიმიტო ინტერნეტ-თვე - 32 ლარი;
ულიმიტო ინტერნეტ-კვირა - 9 ლარი;
ულიმიტო ინტერნეტ დღე-ღამე - 2 ლარი;
სტანდარტული ტარიფი
სტანდარტული ტარიფის პირობა 03.08.22-დან:
სტანდარტული ტარიფი ნებისმიერ ქსელზე
საქართველოში - წუთი 24 თეთრი
ზარის წამოწყება - 12 თეთრი
SMS/MMS საქართველოში - 6 თეთრი
მობილური ინტერნეტი: 1 მბ - 10 თეთრი
საერთაშორისო ზარის ღირებულება - 35 თეთრიდან
SMS საზღვარგარეთ - 24 თეთრი
სტანდარტული ტარიფის პირობა 03.08.22-მდე:
სტანდარტული ტარიფი ნებისმიერ ქსელზე
საქართველოში - წუთი 24 თეთრი
SMS/MMS საქართველოში - 6 თეთრი
მობილური ინტერნეტი: 1 მბ - 10 თეთრი
საერთაშორისო ზარის ღირებულება - 35 თეთრიდან
SMS საზღვარგარეთ - 24 თეთრი
ფიქსირებული ინტერნეტი:
ოპტიკური ინტერნეტი:
მომხმარებლები, რომლებიც სარგებლობენ 20 მბ/წმ-იანი პაკეტით, 3 აგვისტოდან ისარგებლებენ გაზრდილი სიჩქარით - 30 მბ/წმ, ფასი - 37 ლარი, ვადა - 30 დღე.
ასევე, მომხმარებლები, რომლებიც აქციის ფარგლებში სარგებლობენ 20 მბ/წმ-იანი პაკეტით - 25 ლარად, 3 აგვისტოდან ისარგებლებენ გაზრდილი სიჩქარით - 30 მბ/წმ, ფასი - 30 ლარი. ანუ 25-ლარიანი პაკეტი უქმდება და გარდაიქმნება 30 ლარიანად, თუმცა იზრდება სიჩქარეც.
ინტერნეტი + ტელევიზია:
მომხმარებლები, რომლებიც სარგებლობენ 20 მბ/წმ-იანი ინტერნეტი+ტელევიზია პაკეტით, 3 აგვისტოდან ისარგებლებენ გაზრდილი ინტერნეტსიჩქარით - 30 მბ/წმ.
ტარიფები - უფრო სწრაფი ინტერნეტი
პირობები 03.08.22-დან:
შეთავაზება იმოქმედებს 30 მბ/წმ-იან პაკეტზე;
სიჩქარის გაზრდა შესაძლებელია მაქსიმუმ 50 მბ/წმ-მდე:
+10 მბ/წმ - სააბონენტო გაიზრდება 3 ლარით,
+20 მბ/წმ - სააბონენტო გაიზრდება 5 ლარით.
შეთავაზების ვადა - ჩართვიდან 360 დღე;
შეთავაზების მისაღებად აუცილებელია, ქსელში ჩართვიდან გასული იყოს 30 დღე და ბოლო 3 თვის განმავლობაში არ გქონდეთ სიჩქარე შეცვლილი დაბალ პაკეტზე;
ჩართვა შესაძლებელია 30.11.2022-ის ჩათვლით;
მომხმარებლებს, რომლებსაც გააქტიურებული ქონდათ აღნიშნული სერვისი, კვლავ ისარგებლებენ +10/+20 მბ/წმ სიჩქარით.