უბედურ შემთხვევას ქართველი კაცი ემსხვერპლა

2022-07-25 11:06:54

საბერძნეთში 47 წლის ქართველი კაცი უბედურ შემთხვევას ემსხვერპლა.

ბერძნული მედიის ცნობით, კაცი მშენებლობაზე მუშაობდა, რა დროსაც დენმა დაარტყა. ქართველი სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს, მაგრამ ექიმებმა მისი გადარჩენა მაინც ვერ შეძლეს.

კაცი ერთ-ერთი კერძო კომპანიის დაქირავებული მუშა იყო. ის  სათბურის მშენებლობაზე მუშაობდა.

ავტორი

ელენე ლაცაბიძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები