ირანში, სამხრეთით მდებარე ფარსის რეგიონში წყალდიდობას სულ მცირე 17 ადამიანი ემსხვერპლა.[ვიდეო/video]
ინფორმაციას ადგილობრივი მედიასაშუალებები ავრცელებენ.
ძლიერმა წვიმებმა ქალაქ ესტაბანში მდინარე რიდბალი ადიდა. ქალაქის პირველი პირის განცხადებით, სამაშველო სამსახურმა 55 ადამიანის გადარჩენა შეძლო, თუმცა 6 ამ დრომდე დაკარგულად ითვლება.