ხანძარი რუსთავში, მე-19 მიკრორაიონში [video]

2021-09-22 20:46:36

რუსთავში, მე-19 მიკრორაიონში ხანძარია.

როგორც საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავს" თვითმხილველებმა განუცხადეს, ცეცხლი სუპერმარკეტ მადაგონის უკან მდებარე მაღაზიების სახურავზე გაჩნდა და 4 ობიექტზე გავრცელდა.

იმისთვის რომ ცეცხლი უფრო დიდ ტერიტორიაზე არ გავრცელებულიყო მიმდებარე ქუჩებზე ელექტრო ენერგია გათიშეს.

შემთხვევის დროს არავინ დაშავებულა.

ადგილზე მობილიზებულია სახანძრო-სამაშველო სამსახურის რამდენიმე ეკიპაჟი, ასევე კრიმინალური და საპატრულო პოლიცია.