21 სექტემბრიდან, კოვიდსაწინააღმდეგო ვაქცინაციის მოძრავი პუნქტი, რომელიც აქამდე მე-4 საჯარო სკოლის წინ იღებდა ვაქცინაციის მსურველებს, განთავსდება მე-20 მიკრორაიონში, 25-ე საჯარო სკოლის მიმდებარედ.
ხვალიდან კოვიდვაქცინით იმუნიზაცია შესაძლებელი იქნება: მე-12 მკ/რნ -ის N24 (23-ე საშუალო სკოლის წინ), მე-19 მკ/რნ, აღმაშენებლის გამზირი N89, (სუპერმარკეტ ,,მადაგონის“ წინ) და 25-ე საჯარო სკოლის წინ მოწყობილ მოძრავ ამცრელ პუნქტებში.
იმუნიზაციის მსურველებს 11:00 საათიდან ჩაუტარებენ აცრას.
ამ ეტაპზე, რუსთავში მოძრავ ვაქცინაციის ცენტრებში, კორონავირუსის საწინააღმდეგო აცრის გაკეთება “ფაიზერისა” და “სინოვაკის” წარმოების ვაქცინითაა შესაძლებელი.
რუსთავში ვაქცინაციის მოძრავი პუნქტები 2 სექტემბერს ამოქმედდა და მათი მომსახურებით, 1961-მა მოქალაქემ უკვე ისარგებლა.