რა არის ბიზნეს სესხი და როდის სჯობს მისი აღება
დღევანდელობაში თანამედროვე ბიზნესს უამრავი გამოწვევა ეღობება წინ, რომელიც აუცილებელია, რომ დაძლიოს, თუ წარმატების მიღწევა და მოგების ჩაჯიბვა უნდა. წარმატებული კომპანიების უკან ყოველთვის იმალება საკმაოდ დიდი გამოცდილება, რომელიც უმეტესად უამრავ მარცხს გულისხმობს, ამიტომ ბიზნესის დაწყებისას აუცილებელია იმის გააზრება, რომ შეიძლება უბრალოდ ყველაფერი ჩაფლავდეს. მარცხოსთვის მზაობა არ ნიშნავს დამარცხებულის როლის მორგებას დასაწყისშივე, პირიქით, ეს ერთგვარი მდგომარეობაა, რომლიც ნიშნავს კომპანიის ისტორიის ნებისმიერი შესაძლო განვითარების მიღებას, მის ანალიზს, შეცდომების გაანალიზებასა და ამ შეცდომებზე სწავლას. იმის მიუხედავად, წარმატებას მიაღწევთ თუ არა, მარცხს აუცილებლად იგემებთ, ამიტომ ნუ იქნებით იმის ილუზიაში, რომ მხოლოდ დიდება მოაქვს საკუთარ ბიზნესს. ამის საპირწონედ, დაისახეთ მიზნები, გათავისუფლდით მოლოდინებისგან და შეუდექით სათითაო მიზნის ნაბიჯ-ნაბიჯ, თუმცა ხარისხიანად შესრულებას.
საკუთარი კომპანიის დაარსების იდეით შეპყრობილი უამრავი ადამიანი მაშინვე დანებდებოდა, როდესაც რეალურად შეავლებდნენ თვალს მათივე საფიცარი წარმატებული ადამიანების ცხოვრების რითმს, თუმცა ეს სულაც არ ნიშნავს დანებებას, პირიქით, ეს ერთგვარი მოტივაციაა, მთავარია სწორი კუთხით შევხედოთ - ყველას რომ წარმატებული ბიზნესი ქონდეს სამყარო საკმაოდ მოსაწყენი იქნებოდა, რეალურად კი მხოლოდ ისინი ახერხებენ გადარჩენას ბიზნესის სამყაროში, ვინც ბედავს. დღეს უამრავი ასეთი ადამიანია, თუმცა ბიზნესის დასაწყებად კარგი იქნებოდა ფინანსების მარტივად მოპოვება, რაც საკმაოდ რთული ამბავია და კიდევ უფრო იშვიათი ისტორიაა, როდესაც ფინანსები უკვე გვაქვს და ისე ვაარსებთ კომპანიას. სწორედ ფულის ნაკლებობის გამო იკავებს თავს უამრავი ადამიანი ბიზნესის წამოწყებისგან, თუმცა ეს ალბათ პირველი გაკვეთილია, რომლის ფარგლებშიც თუ ამ პრობლემას დაძლევთ, უკვე შემდეგ დონეზე გადაწყვეტილების მიღება და პრობლემის გადალახვა როგორც კომპანიის დამაარსებელს ისე მოგიწევთ. ასეა თუ ისე, საუკეთესო გამოსავალია ასეთ შემთხვევაში ბიზნეს სესხები, რომლის აღებაც შესაძლებელია როგორც ბიზნესის დასაწყებად, ასევე უკვე არსებული ბიზნესის განსავითარებლად.
ბიზნეს სესხი მიზნობრივი კრედიტია, რომელიც გაიცემა მხოლოდ ბიზნესისთვის და მისით სარგებლბოა შესაძლებელია როგორც საბრუნავი საშუალებების დასაფინანსებლად, ასევე ძირითადი საშუალებების შეძენისთვისა თუ განახლებისთვის. საბრუნავი საშუალებებისთვის საუკეთესო ვარიანტია მოკლევადიანი სესხის აღება, რადგან ამ მიზნით სესხის აღებისას დახარჯული თანხის სწრაფად დაბრუნებაა შესაძლებელი, რამეთუ გადასახდელი თანხა შედარებით ნაკლებია. ასევე სათვალავში ჩასაგდებია ის ფაქტიც, რომ, მოკლევადიანი სესხის დროს მისი ყოველთვიური შენატანი უფრო მეტია, თუმცა საბოლოო ჯამში, ჯამურად უფრო ნაკლები თანხის გადახდა მოგიწევთ პროცენტის სახით.
თუ ბიზნეს სესხები ძირითადი საშუალებების შეძენა-განახლებისთვის გაინტერესებთ, ასეთ შემთხვევაში, აჯობებს კრედიტის გრძელვადიანი დროით სარგებლობა, რადგან თანხის მოცულობა შედარებით დიდია. გაითვალისწინეთ, საბრუნავი საშუალებები ბიზნესის ერთ ციკლს გადის: კონკრეტული ნედლეულის შესყიდვიდან - პროდუქტის გაყიდვამდე, აქედან გამომდინარე, მეწარმეს უჩნდება უფრო მეტი შესაძლებლობა, რომ აღნიშნული პროდუქტის შესაქმნელად დახარჯული თანხა ამ პროდუქტის გაყიდვით დაიბრუნოს საშუალოდ ერთი წლის განმავლობაში, როცა გრძელვადიანი აქტივის შეძენა უმეტესად გათვლილია მის რამდენიმეწლიან მოხმარებაზე, მისი ღირებულების დაფარვა კი ბიზნესის მიერ გამომუშავებული მოგების ხარჯზე ხდება.