სამართალდამცავები იმ ტერიტორიიდან, სადაც „თბილისი პრაიდის“ ორგანიზებული ღონისძიება უნდა გაიმართოს, ანტი-ლგბტ აქტივისტის, გურამ ფალავანდიშვილისა და მისი მომხრეების გარიდებას ცდილობენ.
კვირეულის მოწინააღმდეგეები ძალადობრივ ფარზებს სკანდირებენ. ცოტა ხნის წინ, მათ კვირეულის მონაწილეების მისამართით კვერცხები, ბოთლები და ქვებიც ისროლეს.
აქციის მონაწილეები ითხოვენ, რომ არ ჩატარდეს კვირეული.
საპატრულო და კრიმინალური პოლიციის წარმომადგენლებს გაკეთებული აქვთ ცოცხალი ჯაჭვი. ასევე ტერიტორიაზე განთავსებულია რკინის კონსტრუქციები.
„თბილის პრაიდის“ დღევანდელი ღონისძიების ფარგლებში გაიმართება კინოჩვენება, სადაც მიწვეულები არიან სხვადასხვა ორგანიზაციის წარმომადგენლები და ელჩები. ჯერჯერობით ღინისძიებაზე სტუმრები არ მისულან. ფილმის ჩვენება დახურულ სივრცეში იგეგმება.