დაბადების დღეზე ახალგაზრდა კაცი მოკლეს

2021-06-30 17:34:43

ზესტაფონში, თამარ მეფის ქუჩაზე, ახალგაზრდა მამაკაცს ესროლეს, რის შედეგადაც გარდაიცვალა.

კაცს სასიკვდილო ჭრილობა ცეცხლსასროლი იარაღიდან მიაყენეს. გავრცელებული ინფორმაციით, სიტყვიერი შელაპარაკება დაბადების დღეზე დაიწყო, რაც სისხლიან დაპირისპირებაში გადაიზარდა.

დაჭრილი სასწრაფო-სამედიცინო დაწესებულებამ კლინიკაში გადაიყვანა, თუმცა მისი გადარჩენა ვეღარ შეძლეს.

როგორც საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება 2 მულით, სსკ 108-ე და 236-ე მუხლით მიმდინარეობს.

უწყებაში აცხადებენ, რომ მომხდარზე დაკავებულია ერთი პირი.