ავარიას ახალგაზრდა ქალი ემსხვერპლა [photo]

2021-06-26 23:19:42

კახეთში, საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ ჩაილურში ავარია მსხვერპლით დასრულდა.

საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავის" ინფორმაციით, "მერსედესის" მარკის ავტომობილი მოტოციკლს შეეჯახა. რის შედეგადაც ავტომობილის მგზავრი 45 წლის ქალი ადგილზე გარდაიცვალა.

დაშავებული მოტოციკლის მძღოლი და ავტომობილის კიდევ ერთი მგზავრი სასწრაფო დახმარებამ სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანა.

მომხდარზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო.

ფოტო: კახეთის ხმა