2020-12-09 00:43:55
რუსთავში, მე-8 მიკრორაიონში, კორონავირუსის სიმპტომების მქონე პირს, რომელიც თვითიზოლაციაში იმყოფება, საცხოვრებელი სახლის კარი ჩაეკეტა და სამაშველო სამსახური გამოიძახა.
მე-8 მიკრორაიონში მეხანძრე-მაშველები სპეციალური ეკიპირებით მივიდნენ და თვითიზოლაციაში მყოფ პირს დახმარება აღმოუჩინეს.
ადგილზე სამაშველო სამსახურთან ერთად მობილიზებული იყო საპატრულო პოლიციის ეკიპაჟი.