მას შემდეგ, რაც მსოფლიო რთული გამოწვევის წინაშე დადგა, ადამიანების ყოველდღიურობა სრულიად შეიცვალა. ახალ რეალობასთან შეგუება კი ბევრისთვის საკმაოდ სტრესული აღმოჩნდა.
COVID-19-ის ფონზე გამოწვეულ სტრესთან დაკავშირებით, ხშირად დასმულ კითხვებს "ინფო რუსთავთან" ფსიქოლოგმა ქეთი ჭყოიძემ უპასუხა.
- როგორ გავუმკლავდეთ ახალი კორონავირუსისგან გამოწვეულ სტრესს?
- სტრესის გამომწვევ ფაქტორებ სსტრესორებს უწოდებენ. ერთიდაიგივე სტრესორი სხვადასხვა ადამიანზე სხვადასხვანაირ გავლენას ახდენს – ის, რაც ერთისთვის სტრესის წყაროა, მეორისთვის შესაძლოა უბრალოდ მარტივი დაბრკოლება იყოს, ამიტომ ცალკეულ შემთხვევებში ძნელი სათქმელია, რამ გამოიწვია ეს თუ ის რეაქცია; გამოყოფენ სტრესორთა რამდენიმე ჯგუფს:
• სახიფათო სამუშაოსთან (საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობასთან, ხანძრი სჩაქრობასთან და სხვა) დაკავშირებული სიტუაციები;
• რთულ (ხმაურიანანმტვრიან, დროისდეფიციტის, ყურადღებისგამფანტველიფაქტორების) პირობებშიმუშაობა;
• მოულოდნელი ფაქტორები, რომელთა ფონზე სამოქმედოდ ადამიანი მზად არარის.
სწორედ უკანასკნელი სტრესორია გაბატონებული დღეს ადამიანზე. ანუ რაღაც ისეთი, რისი გამოცდილებაც აქამდე არქონია ადამიანს, რამაც გამოიწვია საყოველთაო შიში და ზოგჯერ პანიკაც; და რადგან სტრესი ნეგატიური ემოციური გამოცდილებაა, რომელსაც თან ახლავს ბიოქიმიური, ფიზიოლოგიური, კოგნიტიური (შემეცნებითი) და ქცევითი ცვლილებები. მასთან გასამკლავებლად გასათვალისწინებელია ადამიანის ინდივიდუალური – ინტელექტუალური და პიროვნული თავისებურებები, რომელთა საშუალებითაც იგი აანალიზებს, ფიქრობს და პასუხობს მასზე მოქმედ გამღიზიანებელს.
- რა არის სტრესისთვის დამახასიათებელი ნიშნები?
- სტრესი არის გარკვეული მდგომარეობა, რომელიც რთული სიტუაციის საპასუხოდ წარმოიშობა. ამ დროს ადამიანი ისეთ პრობლემის წინაშე დგას, რომლის გადაჭრა მის ფიზიკურ და ინტელექტუალურ შესაძლებლობებს აღემატება. დღევანდელ, ზე ტექნოლოგიურ ეპოქაში თითქმის ყოველდღე გვიწევს სტრესთან ერთად ცხოვრება. არასტაბილურ სოციალურ-ეკონომიკურ პირობებში სტრესი უხვადაა წარმოდგენილი. ფსიქოლოგიაში სტრესის რამდენიმე ტიპს გამოყოფენ: ინტერპერსონალურ ურთიერთობებთან დაკავშირებულს, ინფორმაციულს, მოტივაციურს, პიროვნული ფაქტორებით გამოწვეულს და სხვა.მეცნიერული განმარტების თანახმად, სტრესი იმ დამცავი ფიზიოლოგიური რეაქციების ერთობლიობაა, რომლებიც გარემოს არახელსაყრელი ფაქტორების ზემოქმედების საპასუხოდ წარმოიშობა ორგანიზმში.
ყველა ადამიანი ხომ უნიკალურია, თავისებურია და ძნელი სათქმელია, როგორი რეაქცია ექნება ამა თუ იმ პიროვნებას ამა თუ იმ გამღიზიანებელზე. თუმცა სტრესორის გავლენა ადამიანის შინაგან და გარეგან ფაქტორებზეა დამოკიდებული. შინაგანი ფაქტორები გულისხმობს ორგანიზმის გენეტიკურ განწყობას, ასაკს, სქესს, ჯანმრთელობის მდგომარეობას, ხოლო გარეგანი – მედიკამენტებს, დიეტას, კვების რაციონს და სხვა. ამიტომ ძნელი სათქმელია თუ რატომ გამოიწვია ერთმა და იმავე სიტუაციამ ერთ ადამიანში შფოთვა, მეორეში – ფრუსტრაცია, მესამეში – შინაგანი კონფლიქტი და ა.შ. რატომ მიმართა ერთმა ალკოჰოლს, მეორემ რატომ მოუმატა კვებას და მესამეს გამუდმებით რატომ სცივა;თითეული ადამიანი უნიკალური არსებაა, თავისი ისტორიით, რესურსით, და არ არსებობენ სრულიად მსგავსნი, იდენტურნი. ამიტომაც სტრესი სხვადასხვანაირად მჟღავნდება მათში: ზოგან მეხსიერების გაუარესებით, ყურადღებისა, კონცენტრაციის უნარის დაქვეითებით, და განსჯის უნარის დაკარგვით. ზოგი ამ დროს ყველაფერს ნეგატიური კუთხით ხედავს, გამუდმებით წუხს, ყოველი წვრილმანი აღიზიანებს, ზოგი მარტოობისკენ მიილტვის ან მარტოსულობის განცდა ეუფლება. თავს იჩენს ფიზიკური ტკივილები, უმადობა, უძილობა ან ძილიანობა, ოფლიანობის მომატება ან მკვეთრი შემცირება, დიარეა, თრობისადმი მიდრეკილება, ნევროზული ჩვევები. ეს სიმპტომებს სტრესის ფიზიკურ, ქცევით და ემოციურ ნიშნებად იყოფიან.
- როგორ უნდა გავუმკლავდეთ ამ რთულ გამოწვევას, თქვენი რეკომენდაციები? დღის განმავლობაში რა აქტივობებით უნდა დავკავდეთ და სხვ.
- პირველ რიგში უნდა ვირწმუნოთ, ყოველშემთხვევაში ვცადოთ და დავიჯეროთ რომ სტრესის დამოუკიდებლად დაძლევა სავსებით შესაძლებელია. გავაანალიზოთ მდგომარეობა, მოვარგოთ სიტუაცია საკუთარ თავს და შესაძლებლობებს, მოვერიდოთ მიზეზების ძებნას და ძიებას ამ ეტაპზე, ვინაიდან უკონტროლო, გაუფილტრავი, გადამეტებული იფორმაცია შესაძლოა გახდეს უფრო მეტი სტრესის მიზეზი. ეს დრო გამოიყენეთ რომ მეტი გაიგოთ ცხოვრების შესახებ, იცხოვრეთ აქ და ამჟამად , „ნურასოდეს იქნება თქვენი საწუხარი ხვალინდელი დღე — ხვალინდელ დღეს თავისი საწუხარი ექნება“ (მათე 6:34). გაინთავისუფლეთ განპირობებული გონება სქემებისგან, დაუკვირდით თქვენს თავს, რას გააკეთბდით სიამოვნებით შესაძლებლობის ფარგლებში, შეისწავლეთ თქვენი თავი ხელახლა და ასევე დააკვირდით სხვებსაც, ოჯახის წევრებს,თავიდან აღმოაჩინეთ ისინი. ვარჯიში, სწორი ძილი, თუნდაც ფანჯრიდან შემოსული სუფთა ჰაერი ჩათვალეთ რომ წარმატების საწინდარია. ასევე სტრესის დაძლევას უწყობს ხელს მეგობრებთან ახლო ურთიერთობა, ახალი ინტერესები და ძველი ჰობის გახსენება. შესაძლოა, დაგეხმაროთ წიგნის კითხვა, მუსიკის მოსმენა, აბაზანის მიღება, ძველი ნივთების დათვალიერება და გაზიარება; და ეს ყველაფერი სავსებით შესაძლებელია, მთავარია მოინდომოთ.
- ადამიანები ამბობენ, რომ სტრესის ფონზე ან საერთოდ არ იღებენ საკვებს, ან ჭარბი რაოდენობით მიირთმევენ - ამ დროს როგორ უნდა მოიქცნენ?
- ორგანიზმი სტრესულ მდგომარეობაში უმართავი ხდება, ადამიანები გაღიზიანებულ მდგომარეობაში გაუცნობიერებლად იკვებებიან დიდი რაოდენობის საკვებით ან მეტისმეტად ამცირებენ კვების რაციონს. ორივე შემთხვევაში საქმე გვაქვს არარაციონალურ მიდგომასთან, სადაც სიტუაცია მთლიანად ბატონობს ადამიანზე და ხელიდან აცლის მას, მის უმთავრეს მონაპოვარს - პასუხისმგებლობას; მსგავს შემთხვევებში უნდა ვეცადოთ რომ გონება გამოვაფხიზლოთ, აღვიქვათ და გავაანალიზოთ თუ რას ვაკეთებთ, დავაკვირდეთ მომენტს როდესაც გადამეტებით მივირთმევთ, ანუ გამოვიჭიროთ ჩვენი თავი ზუსტად იმ მომენტში როდესაც რაციონს ვზრდით ან ვამცირებთ. ვცადოთ სიტუაციაში საკუთარი თავის და სურვილების მართვა ჩვნსავე სასიკეთოდ ანუ დავიბრუნოთ პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე.
- რეკომენდირებულია თუ არა ალკოჰოლის მიღება სტრესთან გამკლავების მიზნით?
- ალკოჰოლის საშუალებით სტრესთან გამკლავების ეფექტურობა ეს არის მითი, რომელიც მხოლოდ მას სჯერა ვისაც სურს რომ დაიჯეროს. აუცილებელია გავიაზროთ და უკუვაგდოთ ჯანმრთელობისთვის მავნე ჩვევები და ქცევები. სიგარეტი, ალკოჰოლური სასმელები, გამაბრუებელი ნივთიერებები როგორც თავის დაღწევის საშუალებები. დანიშნულების გარეშე ანტიდეპრესანტების მიღებასაც მოვერიდოთ. თუ არის კრიტიკული მომენტი სადაც ხვდებით ან ხვდებიან რომ დახმარება გჭირდებათ მიმართეთ სპეციალისტებს.
- თქვენი აზრით, იწვევს თუ არა სტრესს ახალი ამბების მუდმივი გადამოწმება ახალ კორონავირუსთან დაკავშირებით? თუ კი, ამ შემთხვევაში როგორ უნდა მოვიქცეთ, რომ დავრჩეთ ინფორმირებულები, მაგრამ არ დავისტრესოთ?
-სტრესის ზრდას ხელს უწყობს ნეგატიური ინფორმაციის ზეგავლენა ფსიქიკაზე, ანუ იმაზე მეტის, ვიდრე ადამიანს შეუძლია აღიქვას და გადაამუშაოს. თუ ადამიანი კონცენტრირდება ნეგატიურ ინფორმაციაზე, დიდია რისკიაიმის, რომ ამან უარყოფითი ზეგავლენა მოახდინოს ფსიქიკაზე. შესაძლოა მოხდეს ინფორმაციის ერთჯერადი მიღება, ერთი წყაროს მეშვებობით, ამ შემთხვევაში ადამიანის გონება ასწრებს ინფორმაციის გადამუშავებას და გაფილტვრას. ჭარბი ინფორმაცია, აიძულებს ადამიანის ისედაც განპირობებულ გონებას უფრო მეტ სქემებსა და მოდულებში მოექცეს, სადაც ავტომატურად ხდება ნაამბობის, დანახულის დაჯერება და რეალობად გაშინაგნება, რაც თავისთავად ადამიანს აკარგვინებს რეალობის აღქმას, საღი ანალიზის უნარს და პასუხისმგებლობის აღებას.