საქარველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი იზრდება, პარალელურად აფთიაქებსა და მაღაზიებში მცირდება სადეზინფექციო საშუალებების რაოდენობაც. რეკომენდაციების მიხედვით კი სადენზიფექციო ხსნარით ხელის დაბანა ერთ-ერთი აუცილებელი პირობაა COVID-19- სგან თავის დასაცავად.
სწორედ ამ მიზეზით, "ინფო რუსთავი" გთავაზობთ ალერგიის და იმუნოლოგიის ცენტრის ექიმის, ნინო მჭედლიშვილის რჩევას იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ უნდა მოამზადოთ სადეზინფექციო ხსნარი რეალურ გარემოში:
"400 მლ - ეთანოლი 95%-იანი ( სამედიცინო სპირტი )
20 მლ - წყალბადის ზეჟანგი 3% -იანი
80 მლ - გამოხდილი წყალი, სტერილური წყალი!
შეგიძლიათ ჩაასხათ დოზატორში, სასურველია დააყოვნოთ 72 საათი და გამოიყენოთ გარეგანად! (არ დალიოთ , არ მოიხვედროთ თვალში, მოარიდეთ ბავშვებს, სითბოს და ცეცხლს!) შეგიძლიათ გამოიყენოთ ლიფტის ღილაკების, სახელურების და სხვა საგნების დეზინფექციისთვის, სისტემატური მიმოხილვით გაირკვა რომ SARS-ის და სხვა მსგავსი კორონავირუსების ინაქტივირებისთვის საკმარისია დაახლოებით 60-75%-იანი ეთანოლის ხსნარი, ჩემს მიერ მოწოდებული რეცეპტით გამოდის დაახლოებით 77%-იანი. გლიცერინი ვერსად ვიშოვე და სპირტიც მხოლოდ ავერსის აფთიაქს ჰქონდა ისიც ერთ ადამიანზე მხოლოდ 400 მლ -ის გაცემის უფლებით", - წერს ნინო მჭედლიშვილი სოც. ქსელში.
ექიმის ინფორმაციით, WHO-ის მიერ მოწოდებული ანტისეპტიკური ხსნარის სახლის პირობებში მომზადების რეცეპტი სხვაგვარია, თუმცა ნინო მჭედლიშვილის თქმით, სააფთიაქო ქსელებში გარკვეული შემადგენლობები დეფიციტშია და რეცეპტს მკითხველს სთავაზობს სწორედ იმ შემადგენლობებით, რომელიც მათთვის უფრო ხელმისაწვდომი იქნება.
მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მიერ მოწოდებული ანტისეპტიკური ხსნარის დამზადების წესის მიხედვით:
10 ლიტრი ხელის ანტისეპტიკის დასამზადებლად საჭიროა:
96%-იანი ეთანოლი - 8333 მლ
3%-იანი წყალბადის ზეჟანგი - 417 მლ
98%-იანი გლიცერინი - 145 მლ
სტერილური ან გადადუღებული წყალი იმდენი, რომ შეივსოს 10 ლიტრამდე, კარგად შევანჯღრიოთ, შეგვიძლია ჩავასხათ დოზატორში და გამოვიყენოთ.