ახალციხის მუნიციპალიტეტში, დიდიმამიშვილის ქუჩაზე მდებარე ტოტალიზატორში 50 წლამდე მამაკაცი გარდაიცვალა.
თვითმხილველების ინფორმაციით, მამაკაცი ტოტალიზატორის შენობაში იმყოფებოდა, როდესაც მოულოდნელად სკამიდან გადავარდა და გარდაიცვალა.
ადგილობრივების თქმით, მამაკაცი ტოტალიზატორში ხშირად დადიოდა.
"მოთამაშე კაცი არ იყო. ლარიანს ჩარიცხავდა და ონლაინ ნარდს თამაშობდა. ხშირად ნასვამი იყო, სახე სულ აწითლებული ჰქონდა. რამდენჯერმე გვითხრა ცუდად ვარო. მგონი, ინფარქტი იყო", – ამბობს ერთ-ერთი თვითმხილველი, რომელიც გარდაცვლილს ტოტალიზატორში ხშირად ხვდებოდა.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.
უბედური შემთხვევა 8 მაისს, საღამოს საათებში მოხდა.