საცხოვრებელი კორპუსის პარკინგზე გარდაცვლილი ადამიანი იპოვეს

2026-11-18 18:06:39

თბილისში ყიფშიძის ქუჩაზე საცხოვრებელი კორპუსის პარკინგზე მაცხოვრებლებმა გვაპი იპოვეს.

როგორც ჟურნალისტი ქეთა ციცქიშვილი სოციალურ ქსელში წერს, მკვლელობა ცივი იარაღითაა ჩადენილი.

როგორც საინფორმაციო სააგენტი "ინფო რუსთავს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108 მულხით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს. უწყებაში აცხადებენ, რომ მკვლელობა ცხელ კვალზე გახსნეს და სავარაუდო ბრალდებული პოლიციის განყოფილებაშია გადაყვანილი.