22 წლის გოგო მოულოდნელად გარდაიცვალა

2026-10-14 12:32:06

საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ პატარა ჩაილურში 22 წლის სალომე ნანუაშვილი გარდაიცვალა.

ინფორმაციას ადგილობრივი მედია “მთავარი ამბები კახეთიდან“ ავრცელებს.

როგორც მედიას ადგილობრივებმა უთხრეს, ახალგაზრდა ქალი სახლში იმყოფებოდა, დილით საწოლიდან წამოდგომის დროს ის მოულოდნელად ცუდად გახდა და  გარდაიცვალა.

ცხედარს უკვე ჩაუტარდა სამედიცინო ექსპერტიზა და გარდაცვალების ზუსტი მიზეზი მოგვიანებით გახდება ცნობილი.