საცხოვრებელ კორპუსში ლიფტი ჩაწყდა

2026-09-30 00:54:09

საცხოვრებელ კორპუსში ლიფტი ჩაწყდა.

"ინფო რუსთავი"-ს ინფორმაციით, თბილისში სანზონაში მაღალსართულიანი სახლის ლიფტი ჩაწყდა რომელშიც 6 ადამიანი იმყოფებოდა.

ადგილზე მობილიზებულია სამაშველო სამსახურისა და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ეკიპაჟები.

არსებული ინფორმაციით  ექვსივე დაშავებული კონტაქტურია და მათ სიცოცხლე საფრთხე არ ემუქრება. პაციენტებს სამედიცინო დახმარება ადგილზე გაეწიათ.