სამგზავრო მიკროავტობუსი გაზგასამართ სადგურზე აფეთქდა

2026-06-20 15:20:31

სამტრედიის სოფელ იანეთში სამგზავრო მიკროავტობუსი აფეთქდა.

"მეგა ტვ" ადგილობრივებზე დაყრდნობით ავრცელებს და წერს, რომ შემთხვევა ერთ-ერთ გაზგასამართ სადგურზე მოხდა. გამოცემის ცნობით, აფეთქების შედეგად არავინ დაშავებულა.

“მიკროავტობუსი შუაზე იყო გაგლეჯილი, ალბათ აპარატურა აფეთქდა და შემდეგ აფეთქების ძალამ შუაზე გაგლიჯა. საბედნიეროდ არავინ დაშავებულა”,- წერს გამოცემა.

ადგილზე მობილიზებული იყო სასწრაფო-სამედიცინო დახმარების, სახანძრო-სამაშველო და პოლიციის ეკიპაჟები.

საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავი" დეტალების გარკვევას შსს-ში ცდილობს