სიჩაქრის გადაჭარბებაზე ჯარიმები მცირდება

2026-06-20 12:14:16

სიჩქარის გადაჭარბებისთვის დადგენილ ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობაში ცვლილებები შედის.

საგზაო-სატრანსპორტო წესების დარღვევისთვის 1 მაისიდან გაზრდილი ჯარიმების ნაწილი მცირდება.

"15 კმ/საათზე მეტი, მაგრამ არაუმეტეს 30 კმ/საათით სიჩქარის გადაჭარბებისთვის ჯარიმა ნაცვლად 100 ლარისა, განისაზღვრება 50 ლარით;
30 კმ/საათზე მეტი, მაგრამ არაუმეტეს 40  კმ/საათით სიჩქარის გადაჭარბებისთვის რჩება 100 ლარის ოდენობით;
40 კმ/საათიდან 50-კმ/საათამდე სიჩქარის გადაჭარბება გამოიწვევს 300 ლარის ნაცვლად, 100 ლარით დაჯარიმებას;
50-კმ/საათზე მეტი სიჩქარის გადაჭარბებისთვის შენარჩუნდება მაღალი სანქცია 300 ლარის ოდენობით",- განაცხადა ბრიფინგზე ირაკლი კირცხალიამ