აქციის ავტომობილი პოლიციამ დააჯარიმა

2026-05-26 23:51:48

ოპოზიციის ალიანსის აქციის დასრულებიდან რამდენიმე წუთში პოლიციამ გააჩერა სატვირთო, რომლითაც დემონსტრაციაზე ტექნიკა მიიტანეს. მძღოლს მართვის მოწმობა შეუჩერეს 1 წლით და 1000 ლარით დააჯარიმეს.

დღეს, 26 მაისს ოპოზიციის ალიანსის ორგანიზებით დედაქალაქში აქცია გაიმართა. მათ საჭირო ატრიბუტების შეტანა რუსთაველის გამზირზე, პარლამენტთან სცადეს, თუმცა დღის განმავლობაში პოლიციამ ამის უფლება არ მისაც.

საღამოს, 20:00 საათზე მსვლელობის დაწყებიდან რამდენიმე წუთში კი მელიქიშვილის გამზირზე გადანაცვლების შემდეგ კი პეტრიაშვილის ქუჩიდან სატვირთო ავტომობილი ჩამოიყვანეს, რომელზეც დინამიკები და გენერატორი იდო.

ინფორმაციას რადიოთავისუფლება ავრცელებს.