ყველის წარმოება სანიტარიულ-ჰიგიენური ნორმების დარღვევით

2026-02-09 16:16:00

ინსპექტირების შედეგად გამოვლენილი კრიტიკული შეუსაბამობების გამო, სურსათის ეროვნულმა სააგენტომ ქუთაისში რძისა და რძის პროდუქტების არარეგისტრირებულ საწარმოს სამუშაო პროცესი შეუჩერა.
სეს-ის ინფორმაციით, ინდმეწარმე ბ. კ. სააგენტოსაგან მინიჭებული სავალდებულო აღიარებისა და ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში რეგისტრაციის გარეშე, სანიტარიულ-ჰიგიენური ნორმებისა და ტექნოლოგიური პროცესის უხეში დარღვევით ლერმონტოვის N10-ში აწარმოებდა ე.წ ყველს. 
„ინსპექტირების შედეგად გამოვლენილი კრიტიკული შეუსაბამობების გამო ბიზნესოპერატორი დაჯარიმდა და  შეუჩერდა საწარმოო პროცესი. მავნედ მიჩნეული რძის შემცველი პროდუქტი, ე. წ. ყველი დაილუქა და სააგენტოს ზედამხედველობით განადგურდება” - ნათქვამია განცხადებაში.