2026-01-24 20:47:25
მცხეთაში, სოფელ მუხრანში 2 ადამიანი ავტომობილში ჩაცხრილეს.
არსებული ინფორმაციის თანახმად შემთხვევა სოფლის ცენტრში მოხდა. ავტომობილში მყოფი ორი ადამიანი ადგილზე გარდაიცვალა.
როგორც საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება ორი მუხლით, 109-ე და 236-ე არის დაწყებული. რაც დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობას და ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო ტარებას გულისხმობს.