გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ ნორიოს მიმდებარე ტერიტორიაზე, ე.წ. "შემოვილთ გზაზე" ტვირთის ამწე მანქანა დაგორდა და 8 ავტომობილს დაეჯახა.
"ინფო რუსთავი"-ს ინფორმაციით ტვირთის ამწე მანქანა აღმართზე მიდიოდა რა დროსაც სამუხრუჭე სისტემა მწყობრიდან გამოვიდა და დაგორდა.
დაგორებული მანქანა მის უკან მიმავალ 8 მანქანას დაეჯახა, მათ შორის იყო ტრაილერი, რომელის მძღოლიც ადგილზე გარდაიცვალა, მის გვერდით მსხდომი კი "კლინიკა რუსთავში" გადაიყვანეს და მისი მდგომარეობა საშუალო სიმძიმის არის.
ავტოსაგზაო შემთხვევის დროს კიდევ 4 ადამიანი დაშავდა.
"ინფო რუსთავს" შსს-ში განუცხადეს რომ -"მომხდარზე გამოძიება სსკ 276-ე მუხლის მე-6 ნაიწილით მიმდინარეობს".
ფოტო რეალობას არ ასახავს