2026-10-29 00:15:33
ავტოსაგზაო შემთხვევა რუსთავში.
"ინფო რუსთავი"-ს ინფორმაციით, მეგობრობის გამზირზე ერთმანეთს 5 ავტომობილი დაეჯახა. არსებული ინფორმაციით ერთერთმა ავტომობილმა გადასასვლელზე შეაჩერა და ქვეითს გზა დაუთმო. უკან მომავალი ავტომობილები კი ერთმანეთს დაეჯახნენ.
ავარიის შედეგად არავინ დაშავებულა.
ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიციის რამდენიმე ეკიპაჟი.