2026-09-19 23:43:35
რუსთავის ბაგა-ბაღების გაერთიანება განცხადებას ავრცელებს.
"ძვირფასო მშობლებო, ორშაბათიდან, რუსთავის ბაგა-ბაღებში, სასწავლო-სააღმზრდელო პროცესი იწყება.
ბაგა-ბაღების გაერთიანების 20 ფილიალში, პატარებს ველოდებით 21 სექტემბერიდან. ახლადაშენებულ მე-11 და 25-ე ბაგა-ბაღებში, კი სადაც ჩვენს ბავშვებს სრულად განახლებული გარემო ელოდებათ, სააღმზრდელო პროცესი დაიწყება 1 ოქტომბერს.
დიდი სიყვარულით გელოდებით, ბედნიერ და ფერად წელს გისურვებთ ყველას", - ნათქვამია განცხადებაში.
საკვებ პროდუქტთან დაკავშირებით "ინფო რუსთავი"-ს კითხვაზე ბაგა-ბაღების გაერთიანებას დამატებითი განმარტება არ გაუკეთებია.