რუსთავში საპარკინგე სივრცეების გაკეთება იგეგმება

2026-06-05 18:15:26

რუსთავში ავტომობილების პარკინგის პრობლემის მოგვარება და საპარკინგე სივრცეების გაკეთება იგეგმება.

"ამ ეტაპზე ყველა პარკირება არის უფასო და ამასთან ერთად მოუწესრიგებელი",- ამის შესახებ, რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარემ, მამუკა რეხვიაშვილმა განაცხადა.

შეგახსენებთ რომ რუსთვავში პარკირების საკითხი განსაკუთრებით ბოლო წლებში გახდა აქტუალური. მძღოლების ნაწილი საპარკინგე სივრცეების ნაკლებობაზე სწუხს, ხოლო ქვეითები კი აღნიშნავენ რომ ავტომობილები ხშირად ტროტუარზეა დაპარკინგებული რაც მათ გადაადგილებაში ხელს უშლის.

"ამ ეტაპზე ყველა პარკირება არის უფასო და ამასთან ერთად მოუწესრიგებელი.

ამასთან დაკავშირებით ვმუშაობთ ჩვენ შესაბამისი გეგმებით, რომ მთელ ქალაქში და არა მხოლოდ ქალაქის რაიმე ნაწილზე მოხდეს პარკირების გეგმის შემუშავება.

ზოგადად უნდა მოწესრიგდეს მთლიანი პარკირების სიტემა და შესაძლოა, როცა უკვე შესთავაზებ ამ სერვისს მძღოლს შემდეგ გახდეს ფასიანი", - ამის შესახებ საკრებულოს თავჯდომარემ, მამუკა რეხვიაშვილმა, საკრებულოს ერთ-ერთ სხდომაზე განაცხადა.