იტალიაში ქართველი 30 000 ევროს ოდენობის ნივთების მოპარვისთვის დაკავეს

2026-06-06 15:14:31

რკინიგზის ლიანდაგებიდან სამართალდამცავებმა დააკავეს 35 წლის ქართველი მამაკაცი, რმელსაც 30 000 ევროზე მეტი ღირებულების ნივთები ქონდა სახლებიდან მოპარული.

ინფორმაციას იტალიური მედია "ilrestodelcarlino" ავრცელებს.

მამაკაცს თავდაპირველად დოკუმენტები სთხოვეს. 
განყოფილებაში გადაყვანის შემდეგ გამოძიებით გამოძიებით დადგინდა, რომ მამაკაცმა დანაშაული ავსტრიაში ჩაიდინა თუმცა მისი დაკავება იტალიაში მოხდა.

არსებული ინფორმაციის თანახმად, მამაკაცი და მისი თანამზრახველი ავსტრიაში მდებარე ბინაში შევიდნენ და ნაღდი ფული, ოქროს მონეტები და სხვადასხვა სამკაულები მოიპარეს. ქურდები ადგილიდან მიიმალნენ.

მამაკაცი გადაყვანილია ავსტრიაში სადაც მიმდინარეობს გამოძიება.