რუსთავი-თბილისის ავტომაგისტრალზე ექსკურსიის მიკროავტობუსები ავარიაში მოყვა

2026-06-06 12:03:00

რუსთავი-თბილისის ავტომაგისტრალზე ექსკურსიის მიკროავტობუსები და  მსუბუქი ავტომობილი დაეჯახა. 


საინფორმაციო სააგენტო “ინფო რუსთავის” ინფორმაციით “მერსედესის”მარკის მსუბუქი ავტომობილი დაეჯახა მიკროავტობუსს. შეჯახების შედეგად მიკროავტობუსი დაეჯახა მის წინ მოძრავ მიკროავტობუსს. 


ბავშვები გარდაბნის მუნოციპალიტეტის, სოფელი ქესალოს საჯარო სკოლის მე-2-ე კლასის მოსწავლეები არიან.


თვითმხილველების თქმით მიკროავტობუსში 17-18 ბავშვი იმყოფებოდა და რამოდენიმემ მსუბუქი დაზიანება მიიღო. 

დაშავებული ბავშვები და “მერსედესის” მძღოლი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ეკიპაჟმა სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანა.


ადგილზე მობილოზებულია საპატრულო პოლიციის და სასწრაფო სამედიცინო ეკიპაჟი.

"ინფო რუსთავი" დეტალებს აზუსტებს.