2026-06-06 18:58:31
რუსთავში ახალგაზრდა კაცი გადაარჩინეს.
"ინფო რუსთავი"-ს ინფორმაცით, აღმაშენებლის გამზირზე, ე.წ. "დამბების" ხიდიდან 40 წლამდე კაცი გადახტომას ცდილობდა.
ადგილზე მობილიზებული იყო სამაშველო და საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები.
არსებული ინფორმაციით მაშველებმა კაცი ჯებირიდან გადმოიყვანეს და მისი გადარჩენა მოახერხეს.