2026-06-02 16:49:02
ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა რუსთავის ცენტრალური პარკის პროექტირებისთვის განმეორებითი ტენდერი გამოაცხადა.
სატენდერო დოკუმენტაციით ირკვევა, რომ პროექტის სამშენებლო ბიუჯეტი საორიენტაციოდ შეადგენს 40 000 000 ლარს, ხოლო პროექტირებისთვის გამოყოფილია 1 596 000 ლარი.
მგფ-ის მოთხოვნით, საპროექტო დოკუმენტაცია, მოიცავს, თუმცა არ შემოიფარგლება შემდეგ კომპონენტებს:
- საბავშვო სათამაშო სივრცეები (ასაკობრივი დიფერენციაციით);
- სპორტული ზონები (ღია კალათბურთის მოედანი, სავარჯიშო სივრცეები);
- არსებული მინი ფეხბურთის მოედანი, ქვიშის ფრენბურთი, სკეიტ პარკის განახლება/ ახლის
მოწყობა;
- რეკრეაციული ზონები – დასასვენებელი სივრცეები, გამწვანებული მარშრუტები;
- არსებული ამფითეატრის და ფანჩატურის რეაბილიტაცია;
- საველოსიპედო, სარბენი და საფეხმავლო ბილიკების ქსელი;
- დამატებითი სატრანსპორტო კავშირები;
- ნიჩბოსნობის სკოლის მიმდებარედ, სანაპირო ზოლის ნაწილში, ნავმისადგომის მოწყობა;
- ტბის მიმდებარედ მოეწყოს სანაპირო ზოლი, შესაბამისი ინფრასტრუქტურით (ღია
საშხაპეები, საპირფარეშოები);
გათვალისწინებული იქნეს არსებული საფესტივალო სივრცეების
შენარჩუნება/რეაბილიტაცია;
არქიტექტურული ობიექტები (მაგ. ადმინისტრაციის შენობა, პავილიონები, საინფორმაციო
ცენტრი, მომსახურების ინფრასტრუქტურა, პარკის მოვლა-პატრონობისათვის
განკუთვნილი შენობა, პერგოლები და სხვა);
- კულტურული და საგანმანათლებლო სივრცეები (ღია სცენა, პავილიონი, ღონისძიებების
მოედანი და სხვა);
- ლანდშაფტური და წყლის ობიექტები (მაგ. წყლის სარკე, შადრევნები (არსებულის
რეაბილიტაცია ან ახლის განთავსება));
- პარკის ცენტრალური შესასვლელიდან, არსებული ავტოსადგომის გადატანა და გაფართოება
- სახანძრო-საევაკუაციო უსაფრთხოების სტანდარტების შესაბამისად პარკში ჩამოყალიბდეს
რეალური და ფუნქციური სამანქანო და საფეხმავლო კავშირები.
- ტბაზე გადასასვლელი საფეხმავლო ხიდი.
- კულტურის სახლის/ცენტრის, პარკთან დამაკავშირებელი საფეხმავლო ხიდი.
- არსებული კუნძულის, პარკთან დამაკავშირებელი საფეხმავლო ხიდი.
- პარკში განთავსებულ ნიჩბოსნობის სკოლის და ციფრული განვითარების სივრცემდე
მოეწყოს მისასვლელი სამანქანე გზა.
- პარკის ტერიტორიაზე არსებული არხის ორივე მხარეს მოეწყოს უსაფრთხოების ჯებირი
- ურნები;
- სკამები;
- ჭადრაკის მაგიდები;
- სასმელი წყლის შადრევნები;
- საინფორმაციო მონიტორები;
- მანიშნებლები.
- გარე განათების/მინათების სისტემა;
- დეკორატიული მინათებები ციხე-სიმაგრის ტერიტორიაზე.
- სარწყავი სისტემა;
- ელექტრომომარაგების ქსელი;
- სადრენაჟე, წყალმომარაგება და კანალიზაციის სისტემები;
- ვიდეო მეთვალყურეობის და უსაფრთხოების სისტემა;
- პროექტის ფარგლებში გათვალისწინებული იქნეს პარკის ტერიტორიაზე არსებული
საფესტივალო სივრცეების სათანადო საინჟინრო ინფრასტრუქტურით აღჭურვა;
- პარკის ტერიტორიაზე სხვადასხვა საინფორმაციო და ფონური მუსიკისთვის საჭირო აუდიო
სისტემის მონტაჟი, შესაბამისი მართვის პუნქტით.