რუსთავის ცენტრალურ ხიდზე ერთმანეთს სამი ავტომობილი დაეჯახა [photo]

2026-02-14 11:45:59

ავტოსაგზაო შემთხვევა რუსთავის ცენტრალურ ხიდზე. 

საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავის"ინფორმაციით, ერთმანეთს "ბეემვეს" და "მიტსუბიშის" მსუბიქი ავტომობილები და "მერსედესის" მარკის მიკროავტობუსი შეეჯახა.  

თვითმხილველების ინფორმაციით, მოძრაობის დროს, ერთ-ერთმა ავტომობილმა მკვეთრად დაამუხრუჭა, რამაც გამოიწვია, უკნიდან მომავალი ავტომობილისა და მიკროავტობუსის შეჯახება.

შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. 

ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიცია.