რუსთავში დაჭრაში ბრალდებული პირი დააკავეს

2026-01-24 19:00:43

რუსთავში დაჭრაში ბრალდებული პირი დააკავეს.

საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავის" ინფორმაციით რუსთავი მოლთან სისხლიანი გარჩევა, ორ ნაცნობს შორის მას შემდეგ დაიწყო, როდესაც ერთერთ მოზარდს მისალმების ფორმა არ მოეწონა.

მოლის მიმდებარე ტერიტორიაზე დაწყებულმა კამათმა ლომოურის ქუჩაზე, გადაინაცვლა. დაპირისპირების დროს მოზარდმა თანატოლი ცივი იარაღით, ხელის არეში დაჭრა.

პოლიციამ არასრუწლოვანი ცხელ კვალზე დააკავა. როგორც "ინფო რუსთავს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, გამოძიება 177-ე მუხლით არის დაწყებული.

რაც შეეხება დაშავებული მოზარდის მდგომარეობას, "ინფო რუსთავს" კლინიკა რუსთავში განუცხადეს რომ, პაციენტს ჩაუტარდა ოპერაცია. ამ დროისთვის დაშავებულის მდგომარეობა სტაბილურია.

შეგახსენებთ რომ ქალაქის ცენტრში მოზარდის დაჭრის ფაქტი, გუშინ საღამოს საათებში მოხდა.