2026-01-11 15:20:37
რუსთავში მოქალაქეები ამბობენ, რომ მათ სახლებში გაზის მკვეთრი სუნი დგას.
საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავის" ინფორმაციით, საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიამ ოდორანტის ტრანსპორტირება განახორციელა, რამაც გაზის მკვეთრი სუნი გამოიწვია.
როგორც "ინფო რუსთავს" სოკარ გაზ ჯორჯიაში განუცხადეს, ქალაქის მასშტაბით გაზის სუნთან დაკავშირებით მათთან ძალიან ბევრი გამოძახების შესახებ შევიდა შეტყობინება. კომპანიაში გვითხრეს, რომ მათი თანამშრომლები უსაფრთხოების მიზნით ყველა მისამართზე მივლენ და შეამოწმებენ დანადგარებს.