რუსთავში, რესტორნის სამზარეულოში მუშაობისას ახალგაზდა ბიჭმა ხელზე მძიმე დაზიანება მიიღო

2025-01-18 19:29:59

რუსთავში, რესტორან "ხინკლის სახლში" 21 წლის ბიჭი სამსახუროებრივი მოვალეობის შესრულების დროს დაშავდა.

"ინფო რუსთავის" ინფორმაციით, ახალგაზრდამ სამზარეულოში მუშაობის დროს ზედა კიდურზე მძიმე დაზიანება მიიღო.

ბიჭი სასწრაფო-სამედიცინო დახარების ეკიპაჟმა "კლინიკა რუსთავში" გადაიყვანა.

"პაციენტს აღენიშნება საკმაოდ მძიმე საწარმოო ტრავმა, უნდა ჩაუტარდეს რეკონსტრუქცია, მტევნის აღდგენის ოპერაცია", - აცხადებს "კლინიკა რუსთავის" გადაუდებელი დახმარების განყოფილების ექიმი ლალი ღირსიაშვილი.

შემთხვევის ადგილზე მობილიზებული იყო სასწრაფო დამხარებისა და პოლიციის ეკიპაჟები.